რჩევები სამთო ველოსიპედის მოყვარულთათვის

Loading...

Thursday, February 24, 2011

საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ



საქართველოს კანონი
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
თავი V
საგზაო მოძრაობის წესები
მუხლი 43. დამატებითი მოთხოვნები ველოსიპედის, მოპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მოძრაობისა და პირუტყვის გადარეკვის მიმართ
1. ველოსიპედის, საჭაპანე ოთხთვალის (მარხილის) მართვა, გზებზე მოძრაობისას სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის ან ჯოგის მეხრეობა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკისა, ხოლო მოპედის მართვა - 16 წლის ასაკის პირისათვის.

3. ველოსიპედის, მოპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთრიგად, აგრეთვე გვერდულაზე, თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს.

4. ველოსიპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), საჯდომი და სასაპალნე პირუტყვის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას იყოფა ჯგუფებად - 10 ველოსიპედი, სასაპალნე და საჯდომი პირუტყვი და 5 საჭაპნე ოთხთვალა (მარხილი) თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 80-100 მეტრს.

5. ველოსიპედსა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ:

ა) მოძრაობა, თუ ერთი ხელით მაინც არ უკავიათ საჭე;

ბ) მზავრების გადაყვანა 7 წლამდე ასაკის ბავშვის გარდა, საიმედო საფეხურებით აღჭურვილი დამატებითი დასაჯდომებით;

გ) იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტის გარეთ გამოშვერილია 0.5 მეტრზე მეტი სიგანით ან სიგრძით და ხელს უშლის მართვაში;

დ) გზაზე მოძრაობა, თუ გვერდითი საველოსიპედო ბილიკია;

ე) მოხვევა მარცხნივ ან გზაზე მობრუნება, სადაც ტრამვაი მოძრაობს, აგრეთვე იმ გზებზე, რომლებზედაც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვის ერთ ზოლზე მეტია.

6. აკრძალულია ველოსიპედისა და მოპედის ბუქსირება, აგრეთვე ველოსიპედითა და მოპედით ბუქსირება, გარდა იმ მისაბმელის ბუქისრებისა, რომელიც ველოსიპედთან ან მოპედთან ერთად განკუთვნილია ექსპლუატაციისათვის.

7. გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან საველოსიპედო ბილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედისტისა და მოპედის მძღოლები გზას უთმობენ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

4 comments:

  1. საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა, მადლობ :)

    ReplyDelete
  2. საველოსიპედო ბილიკის ნეტავ თბილიში როდის გაკეთებენ

    ReplyDelete
  3. გაააჯვან თავიანთი კანონებიანად

    ReplyDelete